გამოცდილი იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ის ნაკრებში კვლავ სათამაშოდ მზადაა.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ “სკუადრა აძურას” “იუვენტუსის” ყოფილი დამრიგებელი ანტონიო კონტე გაწვრთნის, 35 წლის შუახაზელმა ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.
“ნაკრები? მზად ვარ კვლავ ვითამაშო. თუ კონტე გამომიძახებს, ამ შეთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდები. თუ ის სხვა გადაწყვეტილება მიიღებს, ესეც კარგი იქნება, რადგან “სკუადრა აძურაში” ჩემი შესანიშნავი კარიერა დასასრულს მიუახლოვდება.
გადაწყვეტილებას სწორედ კონტე მიიღებს, მე კი მას დავემორჩილები.” – აცხადებს პირლო.
ანდრეა პირლო იტალიის ნაკრებში 2002 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე ეროვნულ გუნდში ჩატარებული 112 თამაში და გატანილი 13 გოლია.