იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ლიდერი, ანდრეა პირლო დიდი ინტერესით ელის 15 ივნისს ინგლისთან გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს: “მუნდიალზე წარმატებით გამოსვლისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველი შეხვედრის კარგად ჩატარება. ამიტომ. ინგლისთან თამაშისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, თითქოს ბოლო თამაშია. მათთან წაგება, შესაძლოა, საბედისწერო აღმოჩნდეს. დღევანდელი ინგლისის ნაკრები გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ნაზავია, ამიტომ მათთან შეხვედრას ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.” – უთხრა 34 წლის პირლომ Daily Star-ს.