ფეხბურთი

18:21 | 15.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პირლო: “ახალგაზრდობაში, ლუჩესკუ ყოველთვის მამხნევებდა”

ტურინის “იუვენტუსის” ვეტერანი ნახევარმცველი ანდრეა პირლო მის კარიერულ წინსვლაში დონეცკის “შახტარის” ამჟამინდელი დამრიგებლის, რუმინელი მირჩა ლუჩესკუს წვლილზე საუბრობს.

1995 წელს, როდესაც პირლო “ბრეშას” პირველ გუნდში გადავიდა, იტალიურ გუნდს სწორედ მირჩა ლუჩესკუ წვრთნიდა.

“მირჩა ლუჩესკუსი ბევრი მმართებს. მან საკუთარი თავის რწმენა მასწავლა. როდესაც ლუჩესკუმ პირველი გუნდის განაცხადში შემიყვანა, მხოლოდ 15 წლის ვიყავი. იმ დროს, გუნდის რამდენიმე წევრი ჩემზე 2-ჯერ უფროსი იყო.

“ანდრეა, ითამაშე ისევე, როგორც ახალგაზრულ გუნდში” – მითხრა მაშინ მწვრთნელმა. როდესაც ვარჯიშებზე გამოცდილ ფეხბურთელებს ვატყუებდი და მათგან ფეხებში მხვდებოდა, ლუჩესკუ ყოველთვის მამხნევებდა - “ყველაფერი რიგზეა, ანდრეა. ასე განაგრძე”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112909