ჩემპიონთა ლიგა

12:21 | 26.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პინტო: “მინდა მაქსიმალური სიამოვნება მივიღო”

“ბარსელონას” მეკარე ხოსე მანუელ პინტო გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დასამკვიდრებლად მიცემული შანსით უზომოდ გახარებულია. შეგახსენებთ, კატალონიური კლუბის ძირითადმა გოლკიპერმა ვიქტორ ვალდესმა ახლახან სანაკრებო მატჩში ტრავმა მიიღო და უახლოეს შეხვედრებში მინდორზე გასვლას ვერ შეძლებს. მის არყოფნაში სამწვრთნელო შტაბმა არჩევანი სწორედ პინტოზე შეაჩერა.

“რა თქმა უნდა ძალიან მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგაზე, “აიაქსთან” თამაშისას “ბარსელონას” კარს მე დავიცავ. მინდა მომავალი შეხვედრიდან მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ვეცდები ამ გუნდში ისე დავმკვიდრდე, რომ სხვაგან გადასვლაზე არასოდეს დავფიქრდე” – განაცხადა პინტომ.

 

0.115169