ფეხბურთი

19:43 | 8.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიკეს თასის ფინალში თამაშის შანსი აქვს

კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ, შესაძლოა, ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, “რეალის” წინააღმდეგ ითამაშოს.

პიკემ ტრავმა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, “ატლეტიკოსთან” გამართულ მატჩში მიიღო. თავდაპირველი ინფორმაციით, 27 წლის უკანახაზელი ერთ თვეს გამოტოვებდა, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ მისი ორ კვირაში დაბრუნება შესაძლებელია.

“ბარსელონა” და “რეალი” სამეფო თასის ფინალში ერთმანეთს 16 აპრილს დაუპირისპირდებიან. ესპანური პრესის ცნობით, პიკეს საკითხი მატჩამდე 2 დღით ადრე გადაწყდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113313