კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე დარწმუნებულია, რომ მიუხედავად “მანჩესტერ იუნაიტედის” არაერთგზის მცდელობისა, სეკს ფაბრეგასი “წითელ ეშმაკებს” არ მიაშურებს.
“ფაბრეგასი “ბარსელონაში” დარჩება. აქ თამაში ხომ მისი ოცნებაა.
საუბარი ბრწყივნალე ფეხბურთელზე გვაქვს. სესკის შეძენით გუნდები იმიტომ ინტერესდებიან, რომ ის შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ხერარდ პიკე, 2004-08 წლებში, სწორედ “მანჩესტერის” ფეხბურთელი იყო.