ფეხბურთი

22:41 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: “ბალოტელი და იბრაჰიმოვიჩი კარგი ადამიანები არიან”

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე აცხადებს, რომ მარიო ბალოტელი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომლებიც საყოველთაო მოსაზრებით ჭირვეულ ფეხბურთელებად არიან მიჩნეულნი, კარგი ადამიანები არიან.

“ვიცი, რომ იბრაჰიმოვიჩი და ბალოტელი კარგი ადამიანები არიან, მათთან ურთიერთობა სახალისოა.

ჟირნალისტებს სურთGშექმნან მითები, რომლებიც არ არსებობს. როდესაც იბრაჰიმოვიჩი, აქ, “ბარსელონაში” იყო, მან თავი კარგ ადამიანად და შესანიშნავ ფეხბურთელად წარმოაჩინა.

არ ვიცი, რა მოხდა იბრაჰიმოვიჩსა და გვარდიოლას შორის, მაგრამ ვთვლი, რომ ახლა, ზლატანი პსჟ-ში ბედნიერია, ხოლო გვარდიოლა ბედნიერი “ბაიერნში” იქნება.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Sky Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11671