ფეხბურთი

21:29 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

პიკე: “ასეთი თამაშის შემდეგ მსაჯის კრიტიკა უსამართლობაა”

“ბარსელონას” ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე, მოგებული “ელ კლასიკოს” შემდეგ, “რეალის” ფეხბურთელებს მოუწოდებს, არბიტრის კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

კვირას გამართულ შეხვედრაში, “ბარსელონამ” “რეალი” 4:3 დაამარცხა. მთავარმა მსაჯმა 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, აქედან 2 კატალონიელთა სასარგებლოდ. ალბერტო უნდიანო მალიენკომ რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებმაც ორივე გუნდის გულშემატკივრებში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ ფეხბურთელების პრეტენზიები მხოლოდ მადრიდული გუნდიდან ისმის.

“შესანიშნავი მატჩი იყო. თამაშის დროს, აქცენტის მსაჯზე გაკეთება არ შეიძლება. თუ ამას ხშირად აკეთებ, ამ ჩვევას ვერასდროს მოიშლი. არბიტრები გადაწყვეტილებას დროის ძალიან მცირე მონაკვეთში იღებენ და არა მგონია, ამ გადაწყვეტილებებს მატჩის მიმდინარეობაზე გავლენა მოეხდინა. ასეთი თამაშის შემდეგ მსაჯის კრიტიკა უსამართლობაა.

ეს მოგება დამაჯერებლობას შეგვმატებს. ბურთს ვაკონტროლებდით, მომენტებს ვქმნიდით და მათ ვიყენებდით კიდეც. იმედი მაქვს, პირველი ადგილის დაბრუნებას მოვახერხებთ.” – ციტირებს პიკეს სიტყვებს Football Espana.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111408