იტალიური “მილანი” “რომას” ნახევარმცველის – მირალემ პიანიჩის შეძენას ეცდება. Football Italia-ს ცნობით, “როსონერი” ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას სწორედ ბოსნიელით გეგმავს.
თავად პიანიჩი “რომაში” დარჩენის წინააღმდეგი არაა, მაგრამ ზუსტად არ იცის, შედის თუ არა “ჯალოროსის” სამწვრთნელო შტაბის გეგმებში. მიმდინარე სეზონის განმავლობაში, ბოსნიელი რამდენჯერმე დაშავდა, რის გამოც, სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ “მილანის” გარდა, პიანიჩის გადაბირება ისეთ კლუბებს სურთ, როგორებიც “რეალი”, “ბარსელონა”, “ტოტენჰემი”, “არსენალი” და “მანჩესტერ სიტი” არიან.