რომის “ლაციოს” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ პეტკოვიჩი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შემდეგ, შვეიცარიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის თავკაცი გახდება.
გამოცემა Sportmediaset-ის ინფორმაციით, მასმედიაში უარყოფის მიუხედავად, შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციასა და პეტკოვიჩს შორის მოლაპარაკებები დასრულებულია.
ბოსნიელი სპეციალისტი შვეიცარიელებთან კონტრაქტს 2016 წლის ევროპირველობის ბოლომდე გააფორმებს. თავის მხრივ “ლაციო” უახლოეს მომავალში ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნას დაიწყებს.