ფეხბურთი

20:30 | 5.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“პესკარამ” მწვრთნელი დანიშნა და კროლდრუპი დაიმატა

როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიური “პესკარა” აქამდე ახალგაზრდულ გუნდში მომუშავე კრისტიან ბუკის ჩააბარეს.

სერია A-ს გსაულ ტურში, “უდინეზესთან” წაგების შემდეგ, “დელფინებმა” გუნდის მთავარი მწვრთნელი კრისტიანო ბერგოდი დაითხოვეს. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერგოდის 35 წლის კრისტიან ბუკი შეცვლიდა და ასეც მოხდა.

მთავარი მწვრთნელის გარდა, “პესკარას” ახალი მცველიც ჰყავს. სერია A-ში დარჩენისთვის მებრძოლმა გუნდმა კონტრაქტი 33 წლის დანიელ უკანახაზელთან, პერ კროლდრუპთან გააფორმა. კარიერის განმავლობაში, კროლდრუპს “უდინეზეში”, “ევერტონსა” და “ფიორენტინაში” უთამაშია.

0.116259