ლატვიის საფეხბურთო ვირლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-12 ტურის შემდეგ, თამაზ პერტიას მიერ გაწვრთნილი რიგის “სკონტო” პირველობას ინარჩუნებს.
რიგელებმა სტუმრად “მეტას” 2:0 მოუგეს, ხოლო მათ რიგებში არც ლადო დათუნაშვილსა და არც ლევან ჭაჭიაშვილს არ უთამაშიათ. “სკონტო” 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს სათავეში 27 ქულით უდგას.
რიგელთა უშუალო კონკურენტმა “ვენტსპილსმა”, სადაც თორნიკე თარხნიშვილი გამოდის, საკუთარ მოედანზე ლიეპაიას “მეტალურგსს” ვერ მოუგო – 2:2. ქართველი ნახევარმცველი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.
რიგის “დაუგავამ” გასვლაზე იურმალას “სპარტაკსთან” 0:0 ითამაშა. რიგელთა შემადგენლობაში დიაკვნიშვილი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. “დაუგავა” 24 ქულით მესამეა.