ფეხბურთი

12:12 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერტია და თარხნიშვილი ლატვიის თასის 1/8-ფინალში

ლატვიის საფეხბურთო თასის 1/16-ფინალში, რიგის “სკონტომ”, რომლის მთავარი მწვრთნელი თამაზ პერტიაა, საკუთარ მოედანზე ქვედალიგელი “ალბერტსი” 8:1 გაანადგურა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. რიგელთა სასტარტო შემადგენლობაში, ქართველი ლეგიონერებიდან ლევან ჭაჭიაშვილმა და ლადო დათუნაშვილმა ითამაშეს. ლაშა დვალი და ირაკლი კლიმიაშვილი 18-კაციან განაცხადში არ იყვნენ.

შემდეგ ეტაპზე გავიდა “ვენტსპილსიც”, რომლის რიგებშიც თორნიკე თარხნიშვილი გამოდის. ვენტსპილსელებმა სტუმრად ქვედალიგელ “სალდუსს” 6:0 აჯობეს. თარხნიშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში, “ატირაუმ” სტუმრად “ირტიშთან” 0:1 წააგო. დამარცხებულთა სასტარტოში იყო გიორგი ფეიქრიშვილი, რომელიც 66-ე წუთზე შეცვალეს. “ატირაუს” 17 ქულა აქვს და 12 გუნდში მე-10 ადგილზეა.

“ჟეტისუმ”, რომელსაც ომარ თეთრაძე ხელმძღვანელობს, საკუთარ მოედანზე “ტარაზთან” 1:1 ითამაშა. “ჟეტისუს” 18 ქულით მე-8 ადგილი უკავია.

ფინეთის იუკონენლიგის (პირველი ლიგა) “კაიანიმ”, რომელშიც კახა სამსონია გამოდის, სტუმრად “ვანტასთან” 3:3 ითამაშა. ქართველი თავდამსხმელი წინა ტურში გააძევეს და მატჩი დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვა. “კაიანის” 9 ქულა აქვს და 10 გუნდში ბოლოსწინა პოზიციაზეა.

“კოოტეპემ” გასვლაზე “ჰაკასთან” 1:2 წააგო. დამარცხებულთა სასტარტოში იყო გიორგი ოსიტაშვილი, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს. მან 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. “კოოტეპე” 20 ქულით 10 გუნდში მეხუთეა.

 

 

0.123314