ფეხბურთი

18:19 | 5.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას არ გამორიცხავს

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის განცხადებით, გამორიცხული არაა, ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.

ჟოზე მოურინიოს წასვლის შემდეგ, “რეალი” პორტუგალიელის შემცვლელის ძებნას შეუდგა. აქამდე 2 კანდიდატი სახელდებოდა – იუპ ჰაინკესი და კარლო ანჩელოტი. პირველმა მათგანმა დასვენება გადაწყვიტა, ხოლო ანჩელოტის პსჟ იოლად არ თმობს.

ცოტა ხნის წინათ, პერესმა განაცხადა, რომ მომავალში, ზიდანს “რეალის” მთავარ მწვრთნელად სიამოვნებით იხილავდა, მაგრამ არაა გამორიცხული, ეს უკვე მომდევნო სეზონში მოხდეს.

“ზიდანისგან შესანიშნავი მწვრთნელი გამოვა. მას “რეალის” გასაწვრთნელად საჭირო კვალიფიკაცია აქვს.

მთავარი მწვრთნელის საკითხი ჯერ კიდევ ვერ გადავწყვიტეთ, რადგან ყველაფერს დეტალურად ვსწავლობთ.

ზიდანის ვარიანტი, შესაძლოა, ძალიან სარისკო იყოს, მაგრამ ეს თანამშრომლობა შეიძლება შეუფასებელი გამოდგეს როგორც ჩვენთვის, ასევე ზინედინისთვის.” – აცხადებს ფლორენტინო პერესი.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ზიდანს “რეალის” სპორტული დირექტორის პოსტი უნდა ჩაებარებინა.

0.128399