მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მისი გუნდი “ბარსელონას” ნახევარმცველთან, ტიაგო ალკანტარასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
როგორც ცნობილია, ტიაგოს გამოსასყიდი თანხა 18 მილიონი ევროა. გავრცელებული ინფორმაციით, 22 წლის ნახევარმცველის შეძენის სურვილს “მანჩესტერი” და “რეალი” გამოთქვამენ, მაგრამ ამ უკანასკნელის პირველი პირი ინფორმაციას უარყოფს.
“ტიაგო კარგი ფეხბურთელია. ვერ გეტყვით, სურს თუ არა “ბარსელონას” მისი გაყიდვა. მაგრამ ერთ რამეში გარწმუნებთ: “რეალი” ფეხბურთელთან საიდუმლო მოლაპარაკებების გამართვას და შემდეგ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს. “ბარსელონასთან” ურთიერთობის გაფუჭება არ გინდა. თუ ამ კლუბის რომელიმე ფეხბურთელის შეძენა მოგვინდება, მოლაპარაკებებს, უპირველესად, სანდრო როსელთან ვაწარმოებთ.” – ციტირებს პერესის სიტყვებს Punto Pelota.
შეგახენებთ, რომ 2 დღის წინათ, ფლორენტინო პერესს საპრეზიდენტო ვადა კიდევ 4 წლით გაუხანგრძლივდა.