ფეხბურთი

19:16 | 29.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “შესაძლებლობა რომ გვქონდეს, მესის შეძენას შევეცდებოდით”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ჟოზე მოურინიოზე, ნეიმარსა და ლიონელ მესიზე საუბრობს.

“არამგონია, “რეალში” მოურინიოს წინააღმდეგი ბევრი ყოფილიყო. 2010 წლის შემდეგ, გუნდი ბევრად შეკრული იყო იმასთან შედარებით, რაც მე ოდესმე მინახავს. მოურინიოს კლუბის რეპუტაცია არ შეულახავს: როდესაც ის ცდებოდა, ბოდიშს იხდიდა. შეცდომის უფლება ყველას აქვს.

ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ მისი შეძენა კლუბის ეკონომიკურ სისტემას დარტყმას მიაყენებდა. ბრაზილიელის ტრანსფერი “რეალს” 150 მილიონი ევრო დაუჯდებოდა.

მესი? შესაძლებლობა რომ გვქონდეს, რა თქმა უნდა, მის შეძენას შევეცდებოდით.” – აცხადებს ფლორენტინო პერესი, რომელსაც დაახლოებით თვენახევარში საპრეზიდენტო არჩევნები ელის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113432