ფლორენტინო პერესი მადრიდის “რეალს” მომდევნო 4 წლის განმავლობაში უპრეზიდენტებს. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც ცნობილი გახდა, რომ პერესს საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენტი არ ეყოლება.
“რეალის” პრეზიდენტის გამოსავლენად არჩევნები 16 ივნისს უნდა გამართულიყო. კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადა 1 ივნისი იყო. იმის გამო, 2 ივნისს, 00 საათსა და 01 წუთზე, დარეგისტრირებული მხოლოდ ერთი კანდიდატურა (ფლორენტინო პერესი) იყო, საარჩევნო საბჭო შეიკრიბა და პერესი პრეზიდენტად კიდევ ერთი ვადით, 2017 წლის ზაფხულამდე დაამტკიცა.
ფლორენტინო პერესი “რეალის” პრეზიდენტი 2000-2006 წლებში იყო. სამწლიანი პაუზის შემდეგ, ის პოსტს 2009 წელს დაუბრუნდა და მას დღემდე ინარჩუნებს.
66 წლის ესპანელი ბიზნესმენის ინაუგურაციის ცერემონია 4 ივნისს გაიმართება.