ფეხბურთი

16:31 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “კასილიასს იანვარში წასვლა გაუჭირდება”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ფიქრობს, რომ იკერ კასილიასს იანვრის სატრანსფერო სეზონში კლუბის შეცვლა გაუჭირდება. 32 წლის მეკარის გარდა, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი სხვა საინტერესო თემებსაც შეეხო.

“კასილიასისთვის ზამთრის სატრანსფერო სეზონში წასვლა რთული იქნება. იკერის სათადარიგოთა სკამზე გადაყვანა ჟოზე მოურინიომ სპორტული მიზეზებით გადაწყვიტა. ამის შემდეგ, კასილიასი დაშავდა და სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დიეგო ლოპესს დაუთმო”, - ციტირებს პერესის სიტყვებს Goal-ი.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინათ, კატალონიის “ბარსელონას” თავკაცმა ხერარდო მარტინომ მადრიდელები გარეტ ბეილში გადახდილი უზარმაზარი თანხისთვის გააკრიტიკა. პერესმა ამ საკითხსაც გაუკეთა კომენტარი: “მარტინო ახალ პოსტზე მუშაობს და ჯერ არ იცის, აქ როგორ მოქმედებენ კლუბები სატრანსფერო სეზონში”.

 

0.144723