მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, “სამეფო კლუბი” “მალაგას” ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველით, ისკოთი გაძლიერდება.
“შეთანხმება არსებობს. კონტრაქტი მომდევნო კვირაში გაფორმდება.” – განაცხადა პერესმა ესპანეთის ნაციონალურ რადიოსთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, “რეალი” და “მალაგა” 24 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ. მადრიდული პრესის ცნობით, ისკო მადრიდელებთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით.