მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მისი გუნდის ყოფილ ფეხბურთელს, მესუთ იოზილს აკრიტიკებს და ლონდონის “არსენალის” ახალწვეულს პროფესიონალიზმს უწუნებს.
“როდესაც იოზილი ჩვენთან გადმოვიდა, ის რეჟიმს არ არღვევდა, თუმცა დედაქალაქმა მისი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა.
მესუთმა ღამის ცხოვრებას მიჰყო ხელი: კლუბები, ქალები. საქმე ქალებში იმდენად არაა, რამდენადაც იმაში, რომ იოზილი გამოძინებას ვერ ახერხებდა. მესუთი კარგი პროფესიონალი არ ყოფილა.” – ციტირებს პერესის სიტყვებს ABC.
შეგახსენებთ, რომ იოზილი “რეალიდან” “არსენალში” გასულ ზაფხულში, დაახლოებით 50 მილინი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.