ფეხბურთი

20:25 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი: “იგუაინის გაშვება არ გვინდა”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი გუნდის სამ შემტევზე – გონსალო იგუაინზე, კრიშტიანუ რონალდუსა და კაკაზე საუბრობს.

“იგუაინის წასვლა არ გვსურს. “არსენალს” არანაირი წინადადებით არ მოუმართავს. ლონდონელებს არც 10 მილიონი შემოუთავაზებიათ და არც 27.

რაც შეეხება რონალდუს, ის იმ ფეხბურთელებს შორის შედის, რომლებსაც კარიერის “რეალში” დასრულება სურთ. ჩვენც ეს გვინდა. კრიშტიანუსთან, ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები არ გვიწარმოებია, რადგან ის შვებულებაშია. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ ის კარიერას “რეალში” დაასრულებს.

კაკა? მას მუხლის ტრავმა ჰქონდა, შემდეგ კი, გუნდში იოზილი მოვიდა, რამაც ბრაზილიელის საქმე გაართულა. ანჩელოტი კაკას ძალიან კარგად იცნობს. მწვრთნელმა იცის, როგორ უნდა გამოიყენოს ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები მაქსიმალურად.” – აცხადებს ფლორენტინო პერესი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111915