ფეხბურთი

17:14 | 23.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

პერესი არჩევნებისთვის მზადებას იწყებს

მიმდინარე წლის ზაფხულში, “რეალში”, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. მადრიდული კლუბის ამჟამინდელი პირველი პირისთვის, ფლორენტინო პერესისთვის, წინასაარჩევნო დაპირებების გაცემა და შემდეგ მათი შესრულება ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. ესპანური პრესის ცნობით, პერესმა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

რა თქმა უნდა, “რეალის” პრეზიდენტის სამიზნეში ვარსკვლავური ფეხბურთელები მოხვდნენ. Marca-ს ცნობით, პერესმა თვალი სერხიო აგუეროს, ნეიმარს, რადამელ ფალკაოს, გარეთ ბეილსა და ისკოს დაადგა. არც ისაა გამორიცხული, მადრიდელებმა ჩამოთვლილთაგან 3 ფეხბურთელი დაიმატონ.

კვლავ აქტუალურია ჟოზე მოურინიოს შემცვლელის საკითხი. დიდი ალბათობით, პორტუგალიელი გუნდს ზაფხულში დატოვებს. Marca-ს ინფორმაციით, გულშემარკივართა ფავორიტი “სუონსიში” წარმატებით მომუშავე მიკაელ ლაუდრუპია. დანიელის გარდა, კარლო ანჩელოტის, იურგენ კლოპის, ანდრე ვილაშ-ბოაშისა და ლორან ბლანის კანდიდატურებიც განიხილება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117038