ფეხბურთი

12:40 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პეპე რეინა “ნაპოლის” მიუახლოვდა

ავტორიტეტული ინგლისური გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ინგლისის “ლივერპულის” ესპანელი მეკარე პეპე რეინა ახალ სეზონს სავარაუდოდ იტალიურ “ნაპოლიში” დაიწყებს.

რაღა თქმა უნდა, ამ ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ნეაპოლელთა ახალი მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესია, რომელიც 30 წლის კიპერთან “ლივერპულში” მუშაობდა. საუბარია ერთწლიან იჯარაზე და დიდი ალბათობით, შეთანხმებაც მალე გაფორმდება.

ცოტა ხნის წინ მერსისაიდელებმა “სანდერლენდისგან” 9 მილიონად სიმონ მინიოლე შეიძინეს, რის შემდეგაც ცხადი გახდა, რომ რეინა გუნდში ერთპიროვნულად ნომერ პირველი მეკარე ვეღარ იქნებოდა. სწორედ ამის შემდეგ მიიღო ესპანელმა გუნდის გამოცვლის გადაწყვეტილება.

ბენიტესს “ქუინზ პარკ რეინჯერსიდან” ჟულიო სეზარის შეძენა სურდა, მაგრამ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა და ამის შემდეგ გადაწყდა აქცენტის რეინაზე გაკეთება.

 

0.113059