ფეხბურთი

10:11 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეს შვილს 33-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

 

“სანტოსის” მეკარეების მწვრთნელი ედინიო, რომელიც ლეგენდარული ფეხბურთელის, პელეს შვილია, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან კავშირის გამო დასაჯეს.

43 წლის ედინიო გასული საუკუნის მიწურულს თავად თამაშობდა “სანტოსში”, მერე ამავე გუნდში მეკარეების მწვრთნელად დარჩა, დამატებით შემოსავლად კი, ნარკოტიკებით ვაჭრობა გაიხადა. პირველ ის 2005 წელს დააკევს და სანტოსის ცნობილ ნარკოდილერებთან კავშირისა და ნარკოტიკების უკანონო შეძენისთვის სასჯელი მოიხადა.

ახლა ის დანაშაულის რეციდივისთვის დააკავეს და სან-პაულუს შტატის ქალაქ პრაია-გრანდეს მოსამართლემ მას უმკაცრესი სასჯელი გამოუწერა. თავად ედინიო ამბობს, რომ მხოლოდ ნარკოტიკების მომხმარებელია და მის გადამუშავებასა და გასაღებასთან არაფერი აკავშირებს. BBC-ის ცნობით, ის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ედინიო პელეს მესამე შვილია პირველი ქორწინებიდან.

0.122205