ფეხბურთი

16:13 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეს რცხვენია

 

ბრაზილიის ლეგენდარული ფეხბურთელი და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე ქვეყანაში მუნდიალისთვის ჩატარებულ სამუშაოებს სამარცხვინო უწოდა.

"საკმარისო დრო იყო, რათა სტადიონები სათანადოდ აშენებულიყო. სიტუაცია მიუღებელია - ეს სირცხვილია. ამას თან ერთვის რთული პოლიტიკური მდგომარეობა. კორუფციას ბოლო ვერ მოეღო და ამის გამო სტადიონების სრულყოფილად აშენება ვერ მოხერხდა. რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელების ბრალი არაა, ბოროტი ხალხი კვლავ იპარავს ფულს და არსებული მდგომარეობა დამამძიმებელია" _ განაცხადა პელე.

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მუნდიალის პროგნოზიც გააკეთა. პელე უდავო ფავორიტად ბრაზილიას თვლის და აღნიშნავს, რომ გერმანიაცა და ესპანეთიც ჩვეულ, ძლიერ ფორმაში არიან.

გიორგი ბალახაძე

თეგებიპელე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113954