ფეხბურთი

20:26 | 23.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეს ოცნების ფინალი: ბრაზილია-ურუგვაი

 

ლეგენდარულმა პელემ განაცხადა, რომ 2014 წლის მუნდიალზე მისი ოცნების ფინალი ბრაზილია-ურუგვაი იქნება. გასაგებია, თუ რატომაც: პელე 9 წლის იყო, როცა ბრაზილიამ "მარაკანაზე" ურუგვაელებთან წააგო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი – 1:2.

1958 წელს, როცა 17 წლის პელე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ინტერვიუში თქვა: "მინდა, რომ ურუგვაის როდესმე შევხვდეთ და ჩემი ცრემლების გამო, შური ვიძიო".

1970 წელს, პელეს ბრაზილიამ მუნდიალზე 3:1 სძლია ურუგვაის, თუმცა ეს ნახევარფინალი იყო.

ახლა კი, პელეს სურს, რომ ისევ "მარაკანაზე", 64-წლიანი შესვენების შემდეგ ნახოს ამ ქვეყნების დაპირისპირება.

"ჯერ ვნახოთ, მიაღწევს თუ არა ურუგვაი ფინალამდე. თუ ეს მოხდება, ჩემი ქვეყნის ნაკრებს შურისძიების მშვენიერი შანსი ექნება".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114663