მანუელ პელეგრინი “მანჩესტერ სიტის” პირველად 14 ივლისს, პრეტორიაში, სამხრეთ აფრიკის პრემიერლიგის გუნდ “სუპერსპორტ იუნაიტედის” წინააღმდეგ უხელმძღვანელებს. 4 დღის შემდეგ “სიტი” უკვე დურბანში, ქვეყნის კიდევ ერთ წარმომადგენელ “ამაზულუს” დაუპირისპირდება და ამ ქალაქში სეზონისთვის მოსამზადებლად კიდევ ერთ ხანს დარჩება. შეგახსენებთ, რომ 2013/14 წლების პრემიერლიგა 17 აგვისტოს იწყება და პირველ ტურში “სიტი” “ნიუკასლს” უმასპინძლებს.