“მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბი მადრიდის “რეალის” მცველ პეპეთი დაინტერესდა. ესპანური პრესის ცნობით, ბრიტანელები მზად არიან, პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 17,5 მილიონი ევრო გადაიხადონ.
“სიტის” ახალი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი დარწმუნებულია, რომ პეპეს მანჩესტერში გადასვლის შემთხვევაში კლუბში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება. “სამეფო კლუბის” ასევე ახალმა დამრიგებელმა კარლო ანჩელოტიმ კი უკვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე გუნდიდან ფეხბურთელების გაშვებას აღარ აპირებს.