“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი “ტოტენჰემის” განადგურებით (6:0) კმაყოფილია და აცხადებს, რომ უკეთ თამაში შეუძლებელია.
“ამაზე უკეთ თამაში შეუძლებელია. ბევრს ვმუშაობთ და იგივეს განვაგრძობთ იმისათვის, რომ სწორედ ასე ვიმოქმედოთ.”
“ჩემი ხელმძღვანელობით მოთამაშე გუნდებს ყოველთვის ბევრი გოლი გააქვთ. გავიხსენოთ თუნდაც “რეალი”, რომელმაც სეზონში 100 გოლზე მეტი გაიტანა.”
“ახლა, ჩვენი ფიქრები მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას უკავშირედება.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს BBC.