ფეხბურთი

22:02 | 19.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი “სიტიში” პეპეს მიიწვევს

ესპანური პრესის ცნობით, მანუელ პელეგრინი, რომელიც დიდი ალბათობით “მანჩესტერ სიტის” ჩაიბარებს, “ქალაქელთა” რიგებში პორტუგალიელი მცველის, პეპეს მიწვევას შეეცდება.

გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რობერტო მანჩინის “მალაგას” ამჟამინდელი დამრიგებელი, მანუელ პელეგრინი ჩაანაცვლებს. ცოტა ხნის წინათ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩილელი სპეციალისტი ესპანეთიდან ინგლისში “სევილიას” შემტევის, ხესუს ნავასის წაყვანას აპირებდა, მაგრამ თუ Mარცა-ს დავუჯერებთ, მისი უმთავრესი სამიზნე პეპე იქნება.

რაფაელ ვარანის კარგად ათამაშების შემდეგ, პეპემ “რეალის” ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და არაა გამორიცხული, მადრიდელებმა მის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადონ. ადგილობრივი პრესის ცნობით, “სამეფო კლუბი” პორტუგალიელს 25 მილიონ ევროდ შეელევა.

პელეგრინისა და პეპეს ერთად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვთ. 2009-10 წლებში, ჩილელი სპეციალისტი “რეალს” წვრთნიდა, რომელშიც პორტუგალიელი უკანახაზელი თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111942