ფეხბურთი

11:07 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი “სიტის” უახლოვდება

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მომავალი სეზონიდან სავარაუდოდ მანუელ პელეგრინი გახდება. ესპანური პრესის ცნობით, ჩილელი სპეციალისტი ბრიტანული კლუბის სპორტულ დირექტორ ჩიკი ბეგირისტაინს უკვე შეუთანხმდა.

პელეგრინი ამჟამად “მალაგას” უდგას სათავეში და კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, მაგრამ თუ კომპენსაციად 4 მილიონ ევროს გადაიხდის, ხელშეკრულებას ვადაზე ადრე შეწყვეტს.

შეგახსენებთ, ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობამ “მალაგას” ნახევარმცველ ისკოსაც დაადგა თვალი, რომლის შეძენით “ბარსელონაცაა” დაინტერესებული.

 

0.115123