ფეხბურთი

17:58 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “სიტის” თავდამსხმელი სჭირდება”

“მანჩესტერ სიტის” ახალი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ კარლოს ტევესის გუნდიდან წასვლამ “ქალაქელები” ახალი თავდამსხმელის შეძენის აუცილებლობის წინაშე დააყენა.

“რამდენიმე კვირის წინათ კარლოს ტევესს ვესაუბრე. მან პირდაპირ მითხრა, რომ გუნდიდან წასვლა სურდა. ვფიქრობ, მისი გაყიდვა როგორც მისთვის, ასევე კლუბისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

ამჟამად, გუნდში 2 თავდამსხმელია, მაგრამ “სიტის” კიდევ ერთი ფორვარდი სჭირდება.

ჩვენი გუნდისთვის, პრემიერლიგის მოგება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით თამაში. ბოლო ორ სეზონში, “სიტი” ევროტურნირებზე წარუმატებლად გამოდიოდა. ვეცდები, სიტუაცია გამოვასწორო.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Sky Sports-ი.

0.13115