ფეხბურთი

20:00 | 1.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი სანახაობრივ თამაშს ელის

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი “ბაიერნთან” გასამართ მატჩზე საუბრობს და აცხადებს, რომ სანახაობრივ თამაშს ელის.

“ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება შესანიშნავად დავიწყეთ და ამავე ტემპში გაგრძელება მნიშვნელოვანია. გვესმის, რომ ჯგუფის ყველაზე საშიშ გუნდს ვმასპინძლობთ და საუკეთესო ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ.

დარწმუნებული ვარ, სანახაობრივი ფეხბურთი გველის. ვიცით, რომ “ბაიერნი” ძლიერი გუნდია, მაგრამ ქულების აღება შეგვიძლია.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

0.124739