“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ კატეგორიულად უარყო ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გუნდში “რეალის” მცველ პეპეს გადმოყვანას ცდილობს. ჩილელმა სპეციალისტმა მოკლე კომენტარი გააკეთა და დასძინა, რომ ამ თემაზე საუბრის არანაირი სურვილი არ აქვს.
“ჭორების კომენტირება არ მომწონს. კონკრეტული გვარების დასახელებას ყოველთვის ვერიდები, მით უმეტეს იმ კონტექსტში, რომელიც ბოლო დროს მომაწერეს. პეპეზეც არასოდეს არსად მილაპარაკია”, – განაცხადა პელეგრინიმ.