ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მომავალი თავკაცი მანუელ პელეგრინი მადრიდის “რეალის” უკანახაზელის – პეპეს შეძენითაა დაინტერესებული. Daily Mail-ის ცნობით, პორტუგალიელი “ქალაქელების” პირველი სატრანსფერო სამიზნე იქნება.
მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს, “სანტიაგო ბერნაბეუს” რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს. არაა გამორიცხული, მათ შორის მოხვდეს პეპეც, რომელსაც “რეალი” 20 მილიონ გირვანქა სტერლინგად აფასებს.
მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში, მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაში, პეპე რაფაელ ვარანმა ჩაანაცვლა და ამის გამო, პორტუგალიელს ნაკლები სათამაშო დრო ეძლევა. თავის მხრივ, პელეგრინი პეპეს ძირითად შემადგენლობაში ადგილს ჰპირდება.