“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი ადასტურებს, რომ ის ალვარო ნეგრედოს ჩემპიონთა ლიგის განაცხადს მიღმა დატოვების ვარიანტს განიხილავს.
ალვარო ნეგრედომ, 22 ივლისს, ტრავმა მიიღო, რის გამოც ესპანელი შემტევი ფეხბურთს 3 თვით ჩამოშორდა. ამას ისიც დაემატა, რომ უეფა-ს სანქციის გამო, “სიტის” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში მაქსიმუმ 21 ფეხბურთელის შეყვანა შეუძლია, ხოლო მინიმუმ 5 მოთამაშე კლუბის აღზრდილი უნდა იყოს.
“ნეგრედო ჩემპიონთა ლიგის მიღმა? ყველაფერი შესაძლებელია. მის მდგომარეობას დავაკვირდებით და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Sky Sports-ი.