ფეხბურთი

14:33 | 9.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “ლამპარდი მოღალატე არ არის”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა მანუელ პელეგრინიმ ფრენკ ლამპარდის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ინგლისელ ფეხბურთელს “ჩელსისთვის” არ უღალატია.

36 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე ზაფხულში “ჩელსი” დატოვა და “ნიუ იორკ სიტის” მიაშურა, მოგვიანებით კი “მანჩესტერ სიტის” ნახევარწლიანი საიჯარო ხელშეკრულებით შეუერთდა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, “არისტოკრატთა” რამდენიმე გულშემატკივარმა ლამპარდი მოღალატედ შერაცხა. გუშინ კი, მათ “ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა უპასუხა.

ჩილელი სპეციალისტის კომენტარს The Telegraph ავრცელებს:

“ლამპარდი თავისუფალი აგენტი იყო და “ჩელსის” გულშემატკივრების არ მესმის. მან ამ გუნდისთვის ყველაფერი გააკეთა და ქომაგებს არაერთი გამარჯვება მოუტანა. ამ ყველაფრის შემდეგ კი, კლუბმა მას კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. ფრენკი მოღალატე არაა.” – განაცხადა პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ ლამპარდმა “ჩელსიში” 13 წელი გაატარა და გუნდთან ერთად 13 ტიტული მოიპოვა:

  • პრემიერ ლიგა (3) – 2004-05, 2005-06, 2009-10
  • ინგლისის თასი (4) – 2006-07, 2008-09, 2009-10, 2011-12
  • ინგლისის ლიგის თასი (2) – 2004-05, 2006-07
  • ინგლისის სუპერთასი (2) – 2005, 2009
  • ჩემპიონთა ლიგა – 2011-12
  • ევროპის ლიგა – 2012-13

 

ლევან გოგოტიშვილი

0.121554