“მანჩესტერ სიტის” სამწვრთნელო შტაბმა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ ისკოს დაადგა თვალი. ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, ბრიტანელები უახლოეს მომავალში “სამეფო კლუბს” კონკრეტული წინადადებით მიმართავენ.
მიმდინარე სეზონის სტარტზე ისკოს “რეალის” ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა, მაგრამ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას უჩივის.
“სიტის” თავკაცმა მანუელ პელეგრინიმ ამ ფეხბურთელის შესაძლებლობები მშვენივრად იცის და ჯერ კიდევ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე სურდა მისი გადაბირება, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწია. ამჯერად კი თუ თავად ისკოს სურვილიც იქნება, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა მზადაა საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს.