“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი აცხადებს, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, მიუნხენის “ბაიერნის” წინააღმდეგ, “ქალაქელთა” კარში ჯო ჰარტი იდგება.
“ბაიერნთან” ჯო ჰარტი ითამაშებს. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო კვირაში “არსენალთან” გასამართი თამაში ამ მატჩზე უფრო მნიშვნელოვანია. იმის გათვალისწინებით, რომ ფლეი ოფის საგზური უკვე მოპოვებული გვაქვს, ეს სავსებით ნორმალურია. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ ვინც “ბაიერნთან” ითამაშებს, ის “არსენალთან” მოედანზე არ გამოვა.” – აცხადებს მანუელ პელეგრინი.
26 წლის ჯო ჰარტმა, რომელიც “სიტის” ნომერ პირველი მეკარე იყო, ბოლო დროს, ადგილი კოსტელ პანტილიმონს დაუთმო. ინგლისელი, პრემიერლიგის ბოლო 6 ტურში, სათადარიგო იყო.