“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი, “ბარსელონასთან” გასამართი საჩემპიონთალიგო თამაშის წინ, გუნდის საკადრო პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სერხიო აგუერო მოედანზე გასასვლელად მზადა არაა, ხოლო ფერნანდინიოს საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია.
“აგუერო სათამაშოდ მზად ჯერ არაა.
ფერნანდინიო გუნდის სხვა წევრებთან ერთად ვარჯიშობს და მას არანაირი პრობლემა არ აქვს. ბრაზილიელი მოედანზე იმ შემთხვევაში გავა, თუ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ რეციდივის საშიშროება არ არსებობს. ჩვენი პოლიტიკის თანახმად, თუ ტრავმის მიღების რისკი იარსებებს, ფეხბურთელი არ ითამაშებს.” – ციტირებს პელეგრინის სიტყვებს Goal-ი.