ფეხბურთის მეფედ აღიარებული პელე მიიჩნევს, რომ ზინედინ ზიდანი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელი იყო, ვიდრე კატალონიის “ბარსელონას” ვარსკვლავი ლიონელ მესია.
“ინდივიდუალურად, ზიდანი უკეთესი იყო, ვიდრე მესი. “ზიზუ” ყველას აოცებდა. თანაც, მას ისეთი დონის თანაგუნდელები არ ჰყოლია, როგორებიც ჩავი და ინიესტა არიან. წლეულს, “ოქროს ბურთისთვის” ბრძოლაში ჩემი ფავორიტი მესია”, - განუცხადა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა Goal-ს.
შეგახსენებთ, რომ მესის გარდა, “ოქროს ბურთისთვის” ფრანკ რიბერი და კრიშტიანუ რონალდუ იბრძვიან.