ლეგენდარული პელე მიიჩნევს, რომ დიეგო კოშტამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ესპანეთის ნაკრებში თამაში არჩია. როგორც იცით, "ატლეტიკოს" მეგოლე ბრაზილიელია და მის გადაწყვეტილებას სამშობლოში ცუდი გამოხმაურება მოჰყვა.
პელე: "დიეგო კოშტამ სწორი და ჭკვიანური სვლა განახორციელა. საქმე პატრიოტიზმში არაა. პირადად მე მსურდა, რომ მას ბრაზილიის ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ ეტყობა ფეხბურთელმა იფიქრა, რომ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა".