ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ პელეს მიაჩნია, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, აშშ-ს ეროვნული ნაკრები ევროპულ და სამხრეთამერიკულ ნაკრებებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.
“კარგად მახსოვს მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატი, სადაც აშშ-ს ნაკრები 1/4-ფინალში გავიდა. იმ ტურნირის შემდეგ, ამერიკის ეროვნულმა ნაკრებმა მხოლოდ პროგრესი განიცადა. მოახლოებულ მუნდიალზე, მათ გერმანიის, პორტუგალიისა და განის ნაკრებებთან არცთუ ცუდი შანსი აქვთ.
როდესაც შტატებში პირველად ჩამოვედი, “სოკერი” პირველ ნაბიჯებს დგამდა. სადღეისოდ, ამერიკული ფეხბურთი ევროპულის დონეზეა”, - განაცხადა პელემ.