კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ნესტორ პეკერმანმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა რიცხვი 30-დან 27-მდე შეამცირა.
ფუტბოლრედ.ცომ-ის ინფორმაციით, ბრაზილიაში მცველი აკივალდო მოსკერა (“ამერიკა”, მექსიკა), ნახევარმცველები: ელკინ სოტო (“მაინცი”) და მაკნელი ტორესი (“ალ-ჰილალი”, საუდის არაბეთი) ვერ წავლენ.
ყველაზე მეტი გაკვირვება მაკნელი ტორესის არწაყვანამ გამოიწვია, რომელიც შესარჩევ ციკლში ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო. ის რომ საბოლოო სიაში არ იქნებოდა, ამის შესახებ კოლუმბიური პრესა ბოლო კვირის განმავლობაში იუწყებოდა, ხოლო პეკერმანმა ეს ფაქტი ახლა დაადასტურა.
ლაშა თაბაგარი