კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის არგენტინელმა დამრიგებელმა ხოსე ნესტორ პეკერმანმა იმ 30 მოთამაშის ვინაობა გაამხილა, რომლებიც ბრაზილიის მუნდიალზე გამგზავრების პრეტენდენტები არიან.
კოლუმბიური ინტერნეტპორტალების ცნობით, პეკერმანმა რჩეულთა ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
მეკარეები: დავის ოსპინა (“ნიცა”, საფრანგეთი), ფარიდ მონდრაგონი (“დეპორტივო კალი”), კამილო ვარგასი (“სანტა-ფე”).
მცველები: მარიო იეპესი (“ატალანტა”, იტალია), კრისტიან საპატა (“მილანი”, იტალია), ამარანტო პერეა (“კრუს ასული”, მექსიკა), პაბლო არმერო (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), კამილო სუნიგა (“ნაპოლი”, იტალია), კარლოს ვალდესი (“სან-ლორენსო”, არგენტინა), სანტიაგო არიასი (პსვ, ჰოლანდია), აკივალდო მოსკერა (“ამერიკა”, მექსიკა), ედერ ბალანტა (“რივერ პლეიტი”, არგენტინა).
ნახევარმცველები: აბელ აგილარი (“ტულუზა”, საფრანგეთი), ფრედი გუარინი (“ინტერი”, იტალია), ალდო რამირესი (“მორელია”, მექსიკა), ხუან კუადრადო (“ფიორენტინა”, იტალია), ედვინ ვალენსია (“ფლუმინენსე”, ბრაზილია), კარლოს სანჩესი (“ელჩე”, ესპანეთი), ჯეიმ როდრიგესი (“მონაკო”, საფრანგეთი), მაკნელი ტორესი (“ალ-შაბაბი”, საუდის არაბეთი), ხუან კინტერო (“პორტუ”, პორტუგალია), ალეხანდო მეხია (“ატლეტიკო ნასიონალი”), ელკინ სოტო (“მაინცი”, გერმანია).
თავდამხმელები: რადამელ ფალკაო (“მონაკო”, საფრანგეთი), თეოფილო გუტიერესი (“რივერ პლეიტი”, არგენტინა), ჯექსონ მარტინესი (“პორტუ”, პორტუგალია), ლუის მურიელი (“უდინეზე”, იტალია), კარლოს ბაკა (“სევილია”, ესპანეთი), ვიქტორ იბაბრო (“კალიარი”, იტალია), ადრიან რამოსი (“ჰერტა”, გერმანია).
პეკერმანმა სიაში რადამელ ფალკაო შეიყვანა, რომელსაც ჯვარედინი მყესების ტრავმის გამო, რამდენიმე თვეა არ უთამაშია და რეაბილიტაციას გადის.