ფეხბურთი

18:59 | 19.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

პეკერმანმა კოლუმბიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

არგენტინელი სპეციალისტი ხოსე პეკერმანი კოლუმბიის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს.

კოლუმბიის ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 64 წლის მწვრთნელმა კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, პეკერმანმა გუნდი 1/4-ფინალში გაიყვანა, სადაც ბრაზილიასთან 1:2 დამარცხდა.

ივლისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 2012 წლიდან უკავია. თუმცა, მოგვიანებით გარკვა, რომ კოლუმბიის ფედერაციამ მწვრთნელს დასვენების საშუალება მისცა და მოლაპარაკება აგვისტოსთვის გადადო.

ლაშა თაბაგარის ფოტო

 

0.115696