ფეხბურთი

10:29 | 16.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

პედრო “იუვენტუსს” და “ლივერპულს” მოუნდათ

“ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა პედრომ ზამთრის სატრანსფერო სეზონზე შეიძლება კატალონური კლუბი დატოვოს. ესპანური გამოცემების ცნობით, ფეხბურთელის გადაბირება “იუვენტუსსა” და “ლივერპულს” სურთ.

ტურინული კლუბი ჯერ კიდევ ზაფხულში ეძებდა თავდამსხმელს, მაგრამ ტრანსფერის განხორციელება ვერ მოასწრო. თავად პედრო ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

 

ვასილ მშვილდაძე 


 

თეგებიპედრო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115067