კატალონიის “ბარსელონას” გარემარბი პედრო როდრიგესი წვრთნას ვერ ახერხებს. Mარცა-ს ცნობით, 26 წლის ესპანელმა გასტროენტერიტის გამო უკანასკნელი ვარჯიში გამოტოვა.
ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა პედრო მადრიდის “ატლეტიკოსთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4-ფინალურ მატჩში თამაშს. აქვე გეტყვით, რომ ვარჯიში განაახლა შუახაზელმა ალექს სონგმა, რომელმაც “ესპანიოლთან” კატალონიური დერბი (1:0) ტრავმის გამო გამოტოვა.
შეგახსენებთ, “ბარსელონა” “ატლეტიკოს” სამშაბათს უმასპინძლებს.