ფეხბურთი

18:24 | 6.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

პავლოვმა “ილიჩივეცში” თარაგამაძისა და ოქრიაშვილის თამაში გამორიცხა

მარიუპოლის “ილიჩივეცის” მთავარმა მწვრთნელმა ნიკოლაი პავლოვმა უკრაინის პრემიერლიგის მეორე ეტაპზე მის გუნდში ქართველი ფეხბურთელების დავით თარგამაძისა და თორნიკე ოქრიაშვილის თამაში გამორიცხა.

ინტერნეტპორტალ footboom.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, კითხვაზე თუ სად გააგრძელებენ კარიერას ქართველი ლეგიონერები, პავლოვმა ასეთი პასუხი გასცა:

“ისინი მარიუპოლში ნამდვილად არ იქნებიან. ინტერვიუებში ორივე ამბობდა, რომ ხან ერთ კლუბში ელოდებიან, ხან მეორეში. მაგრამ ამჟამად არ ვიცი სად ითამაშებენ. ხშირ შემთხვევაში ფეხბურთელებზე გავლენას ის ხალხი ახდენს, ვინც მათ გარშემოა. ამის გათვალისწინებაც საჭიროა”.

გასული წლის მიწურულს თარგამაძემ და ოქრიაშვილმა, რომელთაც კონტრაქტი დონეცკის “შახტართან” აკავშირებთ და “ილიჩივეცში” იჯარით იმყოფებოდნენ, განაცხადეს, რომ მარიუპოლში დარჩენა აღარ სურდათ. თარგამაძის გადაბირებით ოდესის “ჩერნომორეცია” დაინტერესებული, ხოლო ოქრიაშვილის მსურველი კლუბის ვინაობა ჯერ უცნობია.

0.114156