ფეხბურთი

11:04 | 2.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

პაულინიომ “ტოტენჰემი” დაადასტურა

ბრაზილიური “კორინთიანსის” ნახევარმცველი პაულინიო კარიერას ლონდონის “ტოტენჰემში” განაგრძობს. ამის შესახებ თავად 24 წლის ბრაზილიელმა განუცხადა Sky Sports-ს.

“ინტერესი მილანის “ინტერისგანაც” იყო, მაგრამ საქმე ოფიციალურ წინადადებამდე არ მისულა. “ტოტენჰემმა” კონტრაქტი შემომთავაზა და მოსაფიქრებელი დროც მომცა. ყველაფერი კარგად გავაანალიზე და გადაწყვეტილებაც მივიღე. ასეთ დიდ კლუბში გადასვლა ჩემთვის მნიშვნელოვანია. ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა დიდი გამოწვევებისთვის ხარ მზად. ყველა ჩემი ინდივიდუალური ჯილდო კლუბის დამსახურებაა. “კორინთიანსი” ჩემს გულში სიცოცხლის ბოლომდე დარჩება”, - განაცხადა პაულინიომ.

რამდენადაც ცნობილია, “ტოტენჰემს” პაულინიოს ტრანსფერი 17 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდება.

 

0.120905